ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომლები ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია - ერთად ვსწავლობთ, ვმოქმედებთ და ვვითარდებით. არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეული შედეგებით და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ. ამაში კი მუდმივი სწავლა, ერთმანეთის მხარდაჭერა და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული გარემო გვეხმარება.
თუ მიგაჩნიათ, რომ გაქვთ საჭირო უნარები და ცოდნა იმისათვის, რომ ეფექტურად მართოთ ფინანსური მოთხოვნების პორტფელი, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV. ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას და დაგიკავშირდებით თანამშრომლობის პირობების გასაცნობად.