ჩვენ შესახებ

კომპანია „ფინჰაბ ჯორჯია“ ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას ქართულ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. 

კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვა მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით. 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენს რა ჩვენს პრიორიტეტს, კომპანიის თითოეული თანამშრომელი მოვალესთან კომუნიკაციას წარმართავს ეთიკის კოდექსისა და საყოველთაოდ მიღებული ნორმების გათვალისწინებით.